მუხლი 234. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ღია განხილვა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება ღიად.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების აღმზრდელობითი და გამაფრთხილებელი როლის ამაღლების მიზნით ასეთი საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს უშუალოდ შრომით კოლექტივებში, დამრღვევის სწავლის ან საცხოვრებელ ადგილას.