მუხლი 233. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავენ კანონის და საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობის საწყისებზე წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიუხედავად.