მუხლი 229.- 4 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო განიხილავს ამ კოდექსის 1052  მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს.