მუხლი 222.- 2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

ნავთობისა და გაზის სექტორში იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 56-ე, 57-ე, 57-2, 96-2 და 173-5 მუხლებით, განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს.