მუხლი 221. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო და დაწესებულება

სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოები და დაწესებულებები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისა და დაწესებულებების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ: საქართველოს მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს (მოადგილეს), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმებს (მოადგილეებს), ქალაქებისა და რაიონების მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმებს (მოადგილეებს).