მუხლი 215. შრომის სახელმწიფო ინსპექტორები

შრომის სახელმწიფო ინსპექტორები განიხილავენ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ:

ა) შრომის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორს – დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე;

ბ) შრომის სახელმწიფო ინსპექტორებს – დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე.