მუხლი 210. სახანძრო ზედამხედველობის ორგანოები

1. სახანძრო ზედამხედველობის ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 115-ე და 177-ე მუხლებით.

2. სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ ამ ორგანოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს – თანამდებობის პირთა დაჯარიმებისა შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე, მოქალაქეთა – შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.

[მუხლი 210. სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანო  

სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და სამართალდამრღვევს შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელებს ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.   (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)]