მუხლი 209. შინაგან საქმეთა ორგანოები

1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 58 3, 107 1−107 3, 108-ე, 114 1, 114 2, 116-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 მუხლის პირველი, 1 1, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე და 139 მუხლებით, 153 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 174 15 მუხლით (გარდა მე-4 ნაწილისა), 174 16 და 176 მუხლებით, 181 მუხლის პირველი ნაწილით, 182 1, 182 2, 190-ე, 190 და 191-ე მუხლებით.

2. ამ კოდექსის 116-ე და 118-ე−122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი, 1 1, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებითა და 129 1 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.  


2 1 .   ამ კოდექსის 114 2 მუხლით, 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 190-ე და 190 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების (გარდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა) საქმეს განიხილავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ უფლებამოსილი პირი.