მუხლი 208.- 1

თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ დადგენილების გამომცემი მივა დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს სახდელის სახით უნდა შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ დადგენილების გამომცემი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს დაუყოვნებლივ წარუდგენს შესაბამის სასამართლოს, რომელიც განიხილავს საქმეს და გამოიტანს შესაბამის დადგენილებას.