მუხლი 201. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოების (თანამდებობის პირთა) კომპეტენციის გამიჯვნა

რაიონის (ქალაქის) სასამართლოების (მოსამართლეები, ადმინისტრაციული მოსამართლეები), შინაგან საქმეთა ორგანოები, სახელმწიფო ინსპექციათა ორგანოები და სხვა უფლებამოსილი ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებიც ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მათ გამგებლობას განეკუთვნება.