მუხლი 200. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები)

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ:

1) რაიონის (ქალაქის) სასამართლოები, მოსამართლეები (ადმინისტრაციული მოსამართლეები);

2) შინაგან საქმეთა ორგანოები, სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით საამისოდ უფლებამოსილი სხვა ორგანოები (თანამდებობის პირები).

შენიშვნა:

თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, მას ადგილზე შეეფარდება ადმინისტრაციული სახდელი. თუ დამრღვევი სადავოდ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს, მას შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.