მუხლი 198. სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვა

სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.