მუხლი 197.- 3. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით

1. პირის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა, –

გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.