მუხლი 197.- 1. სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა

 1. სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა –

  გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

  2. აღნიშნული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა –

  გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით.

  შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.