მუხლი 196.- 6. სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა

სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის გამომტანი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დასკვნის გამოტანიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ დასკვნის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის/მერიისთვის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისთვის შეუტყობინებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.