მუხლი 196.- 3. სამუშაოდ ან სასწავლებლად იმ სამხედროვალდებულთა მიღება, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილნი

საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და სასწავლებლების ხელმძღვანელთა ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ სამუშაოდ ან სასწავლებლად იმ სამხედროვალდებულთა მიღება, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე არ არიან აყვანილნი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.