მუხლი 195. ბეჭდის (პლომბის/ლუქის) განზრახ დაზიანება ან აგლეჯა

უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადებული ბეჭდის (პლომბის/ლუქის) განზრახ დაზიანება ან აგლეჯა, გარდა ამ კოდექსის 44 -3 მუხლით, 84 -1 მუხლით, 131-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 132-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ლარამდე .