მუხლი 194. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო კონტროლის ზონაში უკანონო საწარმოო ან სხვა საქმიანობა არსებული წესების დარღვევით, აგრეთვე შენობა-ნაგებობების მშენებლობა დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევით –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისა – სამასიდან ხუთას ლარამდე.