მუხლი 192. უცხოეთის გემის კაპიტნის მიერ გემის ეკიპაჟის წევრთა ნაპირზე გადასასვლელი საშვის დაუბრუნებლობა

საკონტროლო-გასაშვებ პუნქტში უცხოეთის გემის კაპიტნის მიერ გემის საქართველოს პორტში გაჩერებისას გემის ეკიპაჟის წევრთა ნაპირზე გადასვლისა და პორტის ტერიტორიაზე და საპორტო ქალაქში მათი ყოფნის უფლების დამადასტურებელი საშვის დაუბრუნებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშვი არ დააბრუნეს გემის ეკიპაჟის წევრის თვითნებური გამოუცხადებლობის გამო, –

გამოიწვევს კაპიტნის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.