მუხლი 191. საქართველოში უცხოელისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნის, აგრეთვე მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა

 1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 180 ლარის ოდენობით.

 2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვეზე მეტ ხანს –

გამოიწვევს დაჯარიმებას 360 ლარის ოდენობით.

 3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

 4. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა ან/და მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან/და მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევით –

 გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ამის თაობაზე ეცნობებათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, რომლებიც ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მიერ ჯარიმის გადახდამდე მასზე არ გასცემენ საქართველოს ვიზას და მას არ მიეცემა საქართველოში შემოსვლის ნებართვა.