მუხლი 187. რეგისტრაციაში არგატარება ან რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა

საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელ პირთა მიერ საქართველოში მცხოვრები პირის რეგისტრაციაში არგატარება ან რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოც მინიმალურ ოდენობამდე;

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოც მინიმალურ ოდენობამდე.