მუხლი 183. ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღის და საბრძოლო მასალების რეალიზაციისაგან თავის არიდება

ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო იარაღისა და საბრძოლო მასალების რეალიზაციისაგან თავის არიდება იმ მოქალაქეთა მიერ, რომლებსაც შინაგან საქმეთა ორგანოებმა გაუუქმეს მათი შენახვის ნებართვა მონადირეთა საზოგადოებიდან გამოსვლის გამო, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე, იარაღისა და საბრძოლო მასალების სასყიდლით ჩამორთმევით.