მუხლი 183.- 1. წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა

წყალქვეშ სანადირო თოფების შეძენის, გაყიდვის, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და გამოყენების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი დარღვევისათვის, –

გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების ერთიდან ორნახევარ მინიმალურ მინიმალურ ოდენობამდე, თოფების კონფისკაციით ან უამისოდ.