მუხლი 182.- 2 . ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება

1. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც შეეფარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.