მუხლი 181.- 2. არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის განთავსების მოთხოვნის დარღვევა ან ცივი იარაღის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა

1. სავაჭრო ობიექტში არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის მყიდველისათვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების მოთხოვნის დარღვევა –

გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

3. ცივი იარაღის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა –

გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს სავაჭრო ობიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.