მუხლი 180. მოქალაქის მიერ სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენის, შენახვის, გადაცემის ან გაყიდვის წესის დარღვევა

1. მოქალაქის მიერ სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენა, შენახვა, სხვა პირისათვის გადაცემა ან გაყიდვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის გარეშე –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.

2. იმავე ქმედების ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევისათვის, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 600-დან 1000 ლარამდე, იარაღის კონფისკაციით.