მუხლი 179. პოლიგრაფიული და საშტემპელო-საგრავირო საწარმოების გახსნის, გასამრავლებელი ტაქნიკის შეძენის, გაყიდვის, გამოყენების, აღრიცხვისა და შენახვის წესების დარღვევა

თანამდებობის პირების მიერ პოლიგრაფიული და საშტემპელო-საგრავირო საწარმოების გახსნის, პოლიგრაფიული მოწყობილობის, გასამრავლებელი აპარატების, შრიფტებისა და მატრიცების შეძენის და გაყიდვის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

პოლიგრაფიული მოწყობილობის, გასამრავლებელი აპარატების, შრიფტებისა და მატრიცების გამოყენების, აღრიცხვის და შენახვის წესების დარღვევა ამ წესების დაცვისათვის პასუხისმგებელ პირთა მიერ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.