მუხლი 179.- 1. სერტიფიცირების სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) მიერ გამოცდის ოქმის გაყალბება

ძვირფასი ლითონების სინჯის გასაყალბებლად სერტიფიცირების სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) მიერ გამოცდის ოქმის გაყალბება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას იმ საქონელში გადახდილი თანხის ათმაგი ოდენობით, რომელზედაც გაიცა სერტიფიკატი.

ძვირფასი ქვების გასაყალბებლად სერტიფიცირების სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის (ცენტრის) მიერ გამოცდის ოქმის გაყალბება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას იმ საქონელში გადახდილი თანხის სამმაგი ოდენობით, რომელზედაც გაიცა სერტიფიკატი.