მუხლი 178. სავალუტო ოპერაციების წესების დარღვევა

1. სავალუტო ოპერაციების ლიცენზიის გარეშე წარმოება ან მომსახურება –

  გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობით, თანამდებობის პირის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 70 მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

  2. უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლაზე ვალუტის გადამცვლელი დაწესებულების მუშაკის მიერ უსაფუძვლოდ უარის თქმა –

  გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 80 მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, − ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.