მუხლი 178.- 2. ობიექტების დაპროექტებისას და მშენებლობისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობა

დასახლებული პუნქტების დაპროექტებისა და განაშენიანების, საცხოვრებელი რაიონების ფორმირების, საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავების, შენობათა და ნაგებობათა მშენებლობისა და რეკონსტრუქციის დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების გაუთვალისწინებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე.