მუხლი 178.- 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შექმნისაგან თავის არიდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, აგრეთვე მისი თავისუფალი გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობების შექმნისაგან თავის არიდება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.