მუხლი 177.- 9. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის წესების დარღვევა

სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა გარე ნიშნების, მიწისქვეშა ცენტრების დაზიანება ან დანგრევა, –

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას ორასიდან ხუთას ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირთა – ხუთასიდან ათას ლარამდე.