მუხლი 177.- 8. ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა

სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის ორგანოს კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა, ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების წარმოებისას ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების, ტოპოგრაფიული, კარტოგრაფიული, აეროკოსმოსური გადაღების მასალებისა და გრავიმეტრიული მონაცემების აღრიცხვის, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, –

გამოიწვევს ფიზიკურ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირთა – ასიდან ორას ლარამდე.