მუხლი 177.- 12. საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატისათვის) ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის შეუსრულებლობა

1. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატისათვის) ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის შეუსრულებლობა –

გამოიწვევს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირის გაფრთხილებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაში გაფრთხილებით განსაზღვრული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება –

გამოიწვევს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.