მუხლი 177.- 1. საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირების და ლიცენზირების წესების დარღვევა

საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტის კვოტირების და ლიცენზირების მოსაწესრიგებლად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებების დარღვევა –

  გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 20-დან 70-მდე მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, − ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

   შენიშვნა:

  1. უცხოელი ავტოსატრანსპორტო მომსახურების გაწევისას ლიცენზირების წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდება ადგილზე საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

  2. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.