მუხლი 176.- 2. ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში (გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით მოწყობილი ობიექტისა) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაში

1. ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში (გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით მოწყობილი ობიექტისა) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაში –

გამოიწვევს ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას 15000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტის მფლობელის დაჯარიმებას 30000 ლარის ოდენობით.