მუხლი 176.- 1. 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში სათამაშოდ დაშვება ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვება ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის დაშვება

1. 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში სათამაშოდ დაშვება ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვება ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის დაშვება –

გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.