მუხლი 174. თვითნებობა

თვითნებობა, ესე იგი კანონით დადგენილი წესის დარღვევით ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების თვითნებურად განხორციელება, რასაც მოქალაქეების ან სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის არსებითი ზიანი არ მოჰყოლია, –

გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.