მუხლი 174.- 2. შეკრებისათვის ან მანიფესტაციისათვის ხელის შეშლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით

შეკრებისათვის ან მანიფესტაციისათვის, აგრეთვე მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის ხელის შეშლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათიდან ას მინიმალურ ოდენობამდე.