მუხლი 174.- 16. საქართველოს კანონით „თავისუფლების ქარტია“ გათვალისწინებული წესების დარღვევა

1. საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტია“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის მითითების შეუსრულებლობა მის მიერვე დადგენილ ვადაში ან არაჯეროვნად შესრულება −

გამოიწვევს უფლებამოსილი პირის გაფრთხილებას.

2. დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება −

გამოიწვევს უფლებამოსილი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.