მუხლი 173.- 13. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა

1. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის შვილის გადაცემის შესახებ ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა –

გამოიწვევს გაფრთხილებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით .