მუხლი 173.- 12. ნაფიცი მსაჯულის (ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის) მიერ მოვალეობათა შეუსრულებლობა

1. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა სასამართლოში განსაზღვრულ დროს, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.

2. ნაფიცი მსაჯულის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა არსებითი სასამართლო განხილვისას, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.

3. ნაფიცი მსაჯულის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.