მუხლი 172.- 7. მხარდამჭერის მიერ თავისი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა

1. მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება –

 გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.

2. მხარდამჭერის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1292-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.

3. მხარდამჭერის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15081 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობით.

4. სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულების მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15081 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.