მუხლი 172.- 3. პროსტიტუცია

პროსტიტუცია, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

შენიშვნა: ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 -1 ან/და 143 -2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ აღნიშნული ქმედება მათ ჩაიდინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე.