მუხლი 167. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტებსა და საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში ან დადგენილი წესის დარღვევით

ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტებსა და საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში, აგრეთვე გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ხუთიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე, იარაღის და საბრძოლო მასალების კონფისკაციით ან უამისოდ.