მუხლი 165. საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნის წესის დარღვევა და ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე დავალებების შეუსრულებლობა

ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებების მიერ საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლად გადამხდელთათვის საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების გახსნა და ანგარიშების გახსნის შესახებ საგადასახადო ორგანოებში ინფორმაციის წარუდგენლობა, აგრეთვე ბიუჯეტში თანხების გადარიცხვაზე საგადასახადო დავალებების (განკარგულებების) მიუღებლობა და მიღებული საგადასახადო დავალებების (განკარგულებების) უწინარესად შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ოცდაათ ლარამდე.