მუხლი 165.- 3. ცენტრალური ბიუჯეტიდან ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან გამოყოფილი, ანდა ცენტრალური ბიუჯეტის ან სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების გადარიცხვისა და გაცემის დაგვიანება

ცენტრალური, საგანგებო ან საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტიდან, ანდა სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდიდან მნიშვნელოვანი სოციალური ღონისძიების, სხვა მიზნობრივი პროგრამის დასაფინანსებლად ან სხვა სპეციალური დანიშნულებით გამოყოფილი, ანდა ცენტრალური, საგანგებო ან საქართველოს ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის ანდა სახელმწიფო საბიუჯეტო ფონდის კუთვნილი ფულადი სახსრების დანიშნულებისამებრ გადარიცხვის, გადაგზავნის, განაწილების ან გაცემის არასაპატიო მიზეზით დაგვიანება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას რვაასიდან ათას ლარამდე.