მუხლი 164.- 5. კვების პროდუქტების უკანონო წარმოება

1. ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოების სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით.

2. ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის, სასაქონლო პრო-დუქციის წარმოების სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით.

3.    ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოების სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

4. ყველა სხვა სახის კვების პროდუქტების წარმოება ლიცენზიის გარეშე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასი ლარით.