მუხლი 164. სამეწარმეო საქმიანობის წესის დარღვევა

1. აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ან უნებართვოდ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას) საჭიროებს, −

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.

2. მეურნე სუბიექტების საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში მათ მიერ სავაჭრო ოპერაციების (მომსახურების) განხორციელება −

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების შვიდასი მინიმალური ოდენობით.