მუხლი 164.- 4. სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირთა მოთხოვნებისა და მითითებების შეუსრულებლობა

სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციისა და მათი თანამდებობის პირთა მოთხოვნების შეუსრულებლობა გადასახადებისა და სხვა გადასახდელების გაანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის საკითხებზე, აგრეთვე გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამოცდაათ ლარამდე;

ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების მიერ გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებზე (მათ შორის სავალუტო ანგარიშზე) შესრულებული (შესასრულებელი) ოპერაციებისა და არსებული ფულადი სახსრების შესამოწმებლად სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მუშაკთა დაუშვებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ოცდაათ ლარამდე;

ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების მიერ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებზე (მათ შორის სავალუტო ანგარიშზე) გასულ საანგარიშო პერიოდში შესრულებული ოპერაციებისა და ამ ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების შესახებ მონაცემების წარუდგენლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ას ოთხმოც ლარამდე;

ბანკებისა და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულების მიერ გადამხდელთა საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებიდან (მათ შორის სავალუტო ანგარიშიდან) ფულადი სახსრების გაცემის, გადარიცხვისა და ჩამოწერის ოპერაციების შეჩერების შესახებ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მითითებების შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.